წოვათუშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წოვათუშები, შემოკლებით წოვები, ანუ ბაცბები, ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი (დაახლოებით 3 ათასი კაცი), სახლობენ ისტორიული თუშეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, საქართველოში.

ორთოგრაფია

ამ ეთნონიმის სწორი დაწერილობა არის "წოვათუში", "წოვათუშები" (დეფისის გარეშე), თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში, მათ შორის ქსე-ში, ხშირად ვხვდებით მის არასწორ დაწერილობასაც — "წოვა-თუში", "წოვა-თუშები".

ენა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბაცბური ენა.

წოვათუშები ბილინგვუალები არიან. საუბრობენ ქართულად და წოვათუშურად, ანუ ბაცბურად, რომელიც ინგუშურის მონათესავე ენაა და ნახურ ენათა ჯგუფში შედის.

განსახლება

წოვები (ისევე როგორც, ნაწილობრივ, პირიქითა თუშები) მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა მეცხვარეობა. ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ წოვათუშების სოფლები გაშენებულია როგორც მთაში, ისე — ბარში:

ლიტერატურა

  • როლანდ თოფჩიშვილი, წოვა-თუშები. საქართველოს ეთნოგრაფია /ეთნოლოგია / ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლ. ინ-ტი. თბ., 2010, გვ.154-162
  • ბუქურაული ივ. თუშური ლექსები.მოამბე. №3. ტფილისი, 1895
  • ნიჟარაძე ბ. ისტორიულ–ეთნოგრაფიული სტატიები. ტომი 1. თბ., 1962
  • Шавхелишвили А. Тушины. Тбилиси, 2001
  • Цискаришвили Ив. Записки о Тушети. Кавказ. 1848. №7, 1848

რესურსები ინტერნეტში

  • ბელა შავხელიშვილი, წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი", №4