ფაშიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იტალიელი ფაშისტების დროშა
ბრაზილიელი ინტეგრალისტების დროშა

ფაშიზმი (იტალ. fascismo) — პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში. ფაშიზმის ფუძემდებელი იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა მთელ მსოფლიოში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრ სახელმწიფოში ფაშისტური რეჟიმი დემოკრატიული მმართველობით შეიცვალა.

ფაშისტური სახელმწიფოს ქვაკუთხედებია მთავრობის მიერ სოციუმის და ეკონომიკის მკაცრი სისტემატიზაცია, ერთპარტიული მმართველობა, ტოტალიტარული რეჟიმი და კოლექტიური პოლიტიკა. ფაშიზმი დაფუძნებულია უკიდურეს ნაციონალიზმზე და განსაკუთრებული პოპულარულობა ჰპოვა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც რევოლუციური მოძრაობა და მემარცხენე იდეოლოგიების საპირწონე პოლიტიკური ძალა.

დღეს ფაშისტური მოძრაობები არსებობს ბევრ ქვეყანაში, თუმცა საზოგადოებაში ისინი ნაკლებად პოპულარულია. არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში.

რესურსები ინტერნეტში