ნილ არმსტრონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნილ არმსტრონგი

ნილ არმსტრონგი (ინგლ. Neil Armstrong; დ. 5 აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი — გ. 25 აგვისტო, 2012) — ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის ინჟინერი. ნილ არმსტრონგს აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი. 1972-1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

1947–1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. განახორციელა 78 საბრძოლო გაფრენა კორეის ომში. 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 წლის მარტში იყო ხომალდის „ჯემინი 8“ მეთაური.

მთვარეზე გაფრენა

1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ. 1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას „აპოლო 11“ ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „სიმშვიდის ზღვაზე“ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზიით. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“

21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:

That's one small step for man, one giant leap for mankind.[1]
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.

"That's one small step for [a] man, one giant leap for mankind"

სიტყვები რომლებიც ნილმა თქვა მთვარეზე გავლისას
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

სქოლიო

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. ლინგვისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არმსტრონგმა გამოტოვა არტიკლი „a“ ფრაზაში: „one small step for a man“. 'Pallab Ghosh'. “Armstrong's 'poetic' slip on Moon“ (html), სამეცნიერო კორესპონდენცია, BBC, 3 ივნისი, 2009, გვ. 1. 8081817. წაკითხვის თარიღი: 2009-06-4. (ინგლისური)