მწერიჭამიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მწერიჭამიები (ლათ. Eulipotyphla ან Lipotyphla, ძველად Insectivora) — ძუძუმწოვრების ყოფილი რიგი, რომელიც დღეისათვის აღარ გამოიყენება.[1] მასში შემავალი ოჯახები სამ ახალ რიგში (აფროსორიციდები, ზღარბისნაირნი და ბიგასნაირნი) გადანაწილდა. მათი სხეულის სიგრძე 3-იდან (მცირე თეთრკბილა) 39 სმ (ტანრეკი) აღწევს. აქვთ წაგრძელებული თავი, რომელიც მეტწილად მოძრავი სხეული შემოსილია ნაზი ბალნით (თხუნელა, მთიხვი, ბიგა და სხვა), ზოგისა — ჯაგრით (ტანრეკი) ან რქოვანი ეკლებით (ზღარბი). ზოგს (ზღარბი) ძალზე მოკლე კუდი აქვს, ხოლო ზოგის (მთიხვი) კუდი თითქმის სხეულის საერთო სიგრძის ტოლია. ცნობილია ყოფილი მწერიჭამიების 9 ოჯახი: კბილნაპრალასებრნი, ტანრეკისებრნი, წავისებრი ბიგები, ოქროს თხუნელასებრნი, ზღარბისებრნი, ხტუნიები, ბიგასებრნი, თხუნელასებრნი, მთიხვისებრნი (დღეს აღარ არსებობს), რომლებშიც გაერთიანებულია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა ავსტრალიისა, სამხრეთ ამერიკის უმეტესი ნაწილისა და ანტრაქტიდისა. იკვებებიან მწერებით, პატარ-პატარა ხერხემლიანი ცხოველებით. მრავლდებიან წელიწადში 2—3 ჯერ. სარგებლობა მოაქვთ მავნე მწერების განადგურებით. არიან ტკიპების — საში დაავადებათა გადამტანების — შუამავალი მასპინძლები. ზოგიერთის (მთიხვი, თხუნელა და სხვა) ბეწვი ძვირფასია. ზოგი სახეობის (მთიხვი, კბილნაპრალა) რაოდენობა ძალზე შემცირებულია, რის გამოც მათ ყველგან იცავენ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Hutterer, R. (2005). Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 212–311. ISBN 978-0-8018-8221-0