მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 125,835 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ელიზაბეტ ვალუას პორტრეტი, შესრულებულია სოფონისბა ანგისოლას მიერ 1565 წელს
ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Élisabeth de Valois, ესპ. Isabel de Valois; დ. 2 აპრილი, 1545, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო — გ. 3 ოქტომბერი, 1568, არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელივალუას დინასტიის ანჟულიმელთა განშტოების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ესპანეთის კოლონიური იმპერიის დედოფალი 1559-1568 წლებში როგორც ფილიპე II-ის მესამე ცოლი. დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში და გაიზარდა თითქმის მისსავე ასაკის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ფრანსუასთან და მის მომავალ ცოლთან, შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ერთად, რომელთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდი და კეთილი ელიზაბეტი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე მედიჩს, მაგრამ დედოფალს ის მაინც გამორჩეულად უყვარდა. 1551 წლიდან იგეგმებოდა მისი დაქორწინება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, თუმცა სასიძოს ადრეული გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა. ამის შემდეგ იგი დანიშნეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. თუმცა, 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ელიზაბეტი პირდაპირ მეფე ფილიპეს შერთეს ცოლად. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ელიზაბეტის მამა. მათი მარიონეტული ქორწინება ჯერ ნოტრ-დამში შედგა, სადაც ფილიპეს როლს ალბას ჰერცოგი ასრულებდა, ნამდვილი ქორწილი კი გვადალახარაში გაიმართა. ამრიგად 14 წლის ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ფილიპეს მესამე ცოლი. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი ისტორია და ლეგენდა შეთხზეს მის ცხოვრებაზე. ამათგან ყველაზე საინტერესოა ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ფარული სიყვარულის ისტორია, რომელიც ოპერა „დონ კარლოსს“ დაედო საფუძვლად.

HSSubpages.svg

დღის სტატია

წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) — მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით — 19 დეკემბერი და 22 მაისი.

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.



HSBild.svg

დღის სურათი

ტბა კანიაპა ბოლივიაში.
ტბა კანიაპა ბოლივიაში.



W-circle.svg

სიახლეები

შარლ მიშელი
  • ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი (სურათზე) თანამდებობიდან გადადგა.
  • კიევში გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოაცხადეს, რომლის მეთაურადაც ეპიფანე აირჩიეს.
  • აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უფროსი94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
  • საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, რომელიც რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი — ბერნარდო ბერტოლუჩი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • HSDagensdatum.svg

    19 დეკემბერი — ამ დღეს...

    შარლ დე გოლი
  • 1965 : შარლ დე გოლი (სურათზე) საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.
  • 1972 : აპოლო 17 სამი კოსმონავტით დედამიწაზე დაბრუნდა. ეს მთვარეზე ადამიანის ბოლო გაფრენა იყო.
  • 1974 : პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 გამოვიდა.
  • 1984 : ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.
  • 1998 : აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტი ბილ კლინტონის იმპიჩმენტის განიხლვა დაიწყო ლევინსკის სკანდალის გამო.
  • 2001 : არგენტინის ეკონომიკური კრიზისიბუენოს-აირესში არეულობა დაიწყო მთავრობის მიერ ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების გაყინვის გამო.
  • 2005 : დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს მიაღწია.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა