ანატოლი კარპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანატოლი კარპოვი
Anatoly Karpov 1979.jpg
ანატოლი კარპოვი 1979 წელს
სახელი ანატოლი კარპოვი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 23 მაისი 1951
დაბადების ადგილი ზლატოუსტი, ჩელიაბინსკის ოლქი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი
ფიდე რეიტინგი 4100026
მაქსიმალური რეიტინგი 2780 (1994 ივლისი)

ანატოლი კარპოვი (დ. 23 მაისი 1951, ზლატოუსტი) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (1975-1985), საერთაშორისო დიდოსტატი (1970), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის (1975, 1978, 1981), FIDE-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1996, 1998), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1985 და 1989), საჭადრაკო ოლიმპიადის ექვსგზის გამარჯვებული სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1972, 1974, 1980, 1982, 1986, 1988), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1983, 1988), რსფსრ ჩემპიონი (1970). საჭადრაკო ოსკარის ცხრაგზის მფლობელი (1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984). ზლატოუსტისა (1979) და ტულის (1998) საპატიო მოქალაქე.

1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან ბობი ფიშერმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა გარი კასპაროვთან (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5).

1993 წელს, კასპაროვსა და ფიდეს შორის კონფლიქტის წყალობით, კარპოვმა „ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობა“ მოიპოვა (დაამარცხა ჰოლანდიელი იან ტიმანი). ეს ტიტული შეინარჩუნა 1996 წელს გატა კამსკისთან (აშშ) და 1998 წელს კი ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) მატჩებში. 1999 წელს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა და ჩემპიონობაზე უარი თქვა. სულ მოგებული აქვს 100 ტურნირზე მეტი (3163 პარტიიდან 1118 მოიგო, 287 კი წააგო).

მისი მწვრთნელი იყო სემიონ ფურმანი. დსთ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილატელისტი. მისი მარკების კოლექციის ღირებულება, ზოგიერთი შეფასებით, შეადგენს არა ნაკლებ 13 მილიონ ევროს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დუმის კომიტეტის წევრი ბუნებრივი რესურსების, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის საკითხებში.

რესურსები ინტერნეტში