ჰუსეინ იბნ ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰუსაინ იბნ ალი

ალ-ჰუსეინ იბნ ალი ალ-კურაში (არაბ. الحسين بن علي‎‎; დ. 8 იანვარი, 626, მედინა — გ. 10 ოქტომბერი, 680, ქერბელა) — მესამე შიიტი იმამი, ალის მეორე ვაჟი და მუჰამედის შვილიშვილი.

680 წელს ხალიფა მუავია I-ის სიკვდილის შემდეგ, ჰუსეინი ერაყელი შიიტების დახმარებით მცირე რაზმით მექიდან ქუფაში გაემგზავრა. ხალიფა იაზიდ I-ის ჯარებმა ჰუსეინის რაზმს ქარბალის ახლოს ალყა შემოარტყეს და ჰუსეინი შეტაკების დროს მოკლეს. შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ. მის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სრულდება სამგლოვიარო წესი შაჰსეი-ვაჰსეი. ქალაქი ქარბალა, სადაც დაკრძალულია ჰუსეინი, შიიტების სალოცავი ადგილია.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა