ნადია მურადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნადია მურადი ლონდონში გამოსვლის დროს

ნადია მურად ბასი თაჰა (არაბ. نادية مراد‎‎; დ. 1993) — იეზიდი ადამიანის უფლებათა დამცველი,[1] ნობელის მშვიდობის ლაურეატი[2] და 2016 წლის სექტემბრიდან გაეროს ადამიანით ვაჭრობისა და ღირსების გადარჩენის პირველი კეთილი ნების ელჩი.[3] 2014 წლის აგვისტოში ის გაიტაცა და ტყვეობაში ჰყავდა ისლამურ სახელმწიფოს.

2018 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ დენი მუკვეგესთან ერთად[4]. იგი პირველი ერაყელია, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა[5].

ბიოგრაფია

2014 წლის აგვისტოში, 21 წლის ნადია მურადი სტუდენტი იყო და ცხოვრობდა სინჯარის პროვინციის სოფელ კოჭოში, ერაყის ჩრდილოეთში, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები იეზიდთა სათვისტომოს სოფელს თავს დაესხნენ და მოკლეს 312 მამაკაცი (მათ შორის ნადიას ექვსი ძმა და ნათესავები), ხოლო ქალები მონად წაიყვანეს. იმ წელს ნადია მურადი ერთ-ერთი იყო 5000-ზე მეტი იეზიდ ქალთაგან, რომლებიც ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში გადაიყვანა ტყვედ. მას ექცეოდნენ როგორც მონას ქალაქ მოსულში, სცემდნენ და აუპატიურებდნენ, როდესაც იგი ცდილობდა გაქცევას. 2014 წლის ნოემბერში, ნადიამ შეძლო გაქცევა მას შემდეგ, რაც მისმა პატრონმა სახლი ღიად დატოვა.[6] შემდეგ მას დაეხმარა ერთ-ერთი მეზობელი, რომელმაც შეძლო მისი გადაყვანა ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ლტოლვილთა ბანაკში ქალაქ დაჰუკში, ჩრდილოეთ ერაყში, და შემდეგ იქიდან შტუტგარტში.[7][8]

2016 წლის 5 იანვარს, ერაყის მთავრობამ წარადგინა მისი კანდიდატურა 2016 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე, მისი აქტიურობისთვის.[9] ნორვეგიელმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.[10] 2016 წლის 15 სექტემბერს იგი ნომინირებული იყო სახაროვის პრემიაზე სიტყვის თავისუფლებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო