ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 124,780 სტატიაა, მათ შორის კი 215 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“

მამედ ემინ რასულზადე

მამედ ემინ რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Rəsulzadə; სრულად მაჰამად ემინ ახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბერის ძე რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Axund Hacı Molla Ələkbər oğlu Rəsulzadə); დ. 31 იანვარი, 1884, ნოვხანი, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 6 მარტი, 1955, ანკარა, თურქეთი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. აზერბაიჯანის ისტორიაში გამოჩენილი და უდიდესი პიროვნება, აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფრაზა „ერთხელ აწეული დროშა აღარასდროს ჩამოვარდება!“, მეოცე საუკუნეში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი გახდა. მამედ ემინ რასულზადე დაიბადა 1884 წლის 31 იანვარს, ბაქოს სიახლოვეს მდებარე სოფელ ნოვხანიში. მამამისი რელიგიური მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი შვილი განთქმული პედაგოგის — სულთან მაჯიდ განიზადეს ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ მეორე რუსულ-მუსლიმურ სკოლაში მიიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ, რასულზადემ განათლება ბაქოს ტექნიკურ სკოლაში, რუსულ ენაზე განაგრძო. ზუსტად ამ წლებს ემთხვევა რასულზადეს მოღვაწეობის პირველი წლები აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების მხრივ, სადაც პირველი რესპუბლიკური მართვის მეთოდი არა მხოლოდ მთელ თურქულ სამყაროში, არამედ მთელ ისლამურ სამყაროში რევოლუციური აღმოჩნდა. 1902 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში რასულზადემ „მუსლიმ ახალგაზრდათა ორგანიზაცია“ დააფუძნა. ეს XX საუკუნის პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის კოლონიურ მმართველობას ფარულად ებრძოდა. რასულზადემ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა XX საუკუნის დასაწაყისში და ეროვნული მოძრაობის აქტიურობის წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი სახელწოდებით „მიუხამასი“ გაზეთ „შარგი-რუს“-ში გამოქვეყნდა.


გაგა 2017 წლის მსოფლიო ტურნეზე Joanne World Tour

სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა (ინგლ. Stefani Joanne Angelina Germanotta; ასევე ცნობილია სასცენო სახელით ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) დ. 28 მარტი, 1986) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. თავდაპირველად სამსახიობო კარიერა დაიწყო საშუალო სკოლის სპექტაკლებში; სკოლის შემდეგ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტში „CAP21“, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა. საკუთარი როკ ბენდის დატოვების შემდეგ გაგა მონაწილეობას იღებდა ქვემო ისტ-საიდის ავანგარდული ხელოვნების წარმოდგენებში, პარალელურად კი წერდა სიმღერებს გამომცემლობა „Sony/ATV Music“-ის შემსრულებლებისათვის. სწორედ ამ პერიოდში რეპერმა ეიკონმა შეამჩნია მისი ვოკალური შესაძლებლობები და შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება მუსიკალურ ლეიბლზე „Interscope Records“ და ასევე საკუთარ ლეიბლზე „Kon Live Distribution“. თავისი კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 3 Brit Awards და 6 გრემის ჯილდოს. იგი ასევე არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში მიიღო თანამედროვე აიკონის ჯილდო. გაგა რეგულარულად შედის ჟურნალ „ბილბორდის“ წლის შემსრულებლების სიაში და ჟურნალ „Forbes“-ის გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანების სიებში. 2013 წელს ჟურნალ „ტაიმის“ მკითხველთა გამოკითხვაში მან დაიკავა მეორე პოზიცია როგორც ბოლო ათი წლის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ხოლო 2015 წელს ჟურნალმა „ბილბორდმა“ იგი დაასახელა წლის ქალბატონად. გაგა ასევე ცნობილია როგორც საქველმოქმედო, ისე სოციალური აქტივიზმით; 2012 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტში, გაგამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „Born This Way“, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ასევე ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ტოლერანტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალთა მიმართ.


წყნარი ოკეანე

წყნარი ოკეანედედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე. მდებარეობს დასავლეთით — ევრაზიასა და ავსტრალიას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით; ინდოეთის ოკეანესთან საზღვარი გადის მალაკის სრუტის ჩრდილო კიდეზე, გაუყვება კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაპირს, კუნძულების იავის, ტიმორისა და ახალი გვინეის სამხრეთ ნაპირებს, ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის აღმოსავლეთ ნაპირს და წყალქვეშა შემაღლებით უერთდება ანტარქტიდის ოტსის ნაპირს, ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის ჩარლზის კონცხიდან ცეცხლოვან მიწამდე. წყნარი ოკეანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დააახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზე. ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ², საშუალო სიღრმე — 3984 მ. წყნარი ოკეანის მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 10 994 მ აღწევს. აღნიშნული სიღრმე დაფიქსირებულია მარიანას ღარში. წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს. წყნარი ოკეანე მოქცეულია ყველა ნახევარსფეროში. სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული დასავლეთით და გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან. ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათ. კილომეტრზე, რაც განაპირობებს მის მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორის როლს დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს ანაწილებს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ. მარიანას ღარი განფენილია ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არის მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².


კისტური ფიბროზი

კისტური ფიბროზი (CF), აგრეთვე ცნობილი როგორც მუკოვისციდოზი — გენეტიკური დაავადება, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავებს. შორსწასულ გართულებებს მიეკუთვნება მწვავე რესპირაციული ინფექციები სუნთქვის გაძნელებითა და ლორწოს ინტენსიური ამოხველებით. სხვა სიმპტომებია: სინუსების (ძვლოვანი წიაღების) ანთება, ზრდაში შეფერხება, სტეატორეა (ცხიმები განავალში), დოლის ჩხირის მაგვარი თითები, უნაყოფობა (განსაკუთრებით მამაკაცებში). ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხარისხის კლინიკური გამოვლინებები (ალელური ჰეტეროგენურობა). CF აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რაც გამოწვეულია კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული გამტარობის მარეგულირებელი ცილის (CFTR) გენის ორივე ასლში მომხდარი მუტაციით. ერთი მუტანტური ასლის მქონე ინდივიდები არიან კლინიკურად ჯანმრთელები, მაგრამ დაავადების მატარებლები. CFTR მონაწილეობს ოფლის, საჭმლის მომნელებელი სითხეებისა და ლორწოს წარმოქმნაში. როდესაც CFTR არ ფუნქციონირებს, აღნიშნული სეკრეტები (რომლებიც ნორმაში თხელია) სქელდება. დაავადების დიაგნოზის დასმისთვის კეთდება ოფლის ანალიზი და გენეტიკური ტესტირება. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადების სკრინინგი ახალშობილებში დაბადებისთანავე. კისტური ფიბროზისგან სრული განკურნების საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ევროპულ პოპულაციაში გვხვდება, სადაც ყოველი 3 000 ახალშობილიდან ერთი დაავადებულია (1:3000), ხოლო ყოველი 25-დან ერთი მატარებელია (1:25). ნაკლებად ხშირია აფრიკელებსა და აზიელებში. დაავადება პირველად 1938 წელს დაახასიათა დოროთი ანდერსენმა. სახელწოდება კისტური ფიბროზი უკავშირდება დაავადების მახასიათებელ ფიბროზსა და ცისტების ფორმირებას პანკრეასში.

P countries-green.png

გეოგრაფია

კავკასია

კონტინენტები და სუბრეგიონები: აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა · ლათინური ამერიკა · აზია

წყლები: ბორჯომი (წყალი) · ბაიკალი · პანამის არხი · შავი ზღვა · კასპიის ზღვა

ბუნება და ლანდშაფტი: აღდგომის კუნძული · ალპები · მაჩუ-პიქჩუ · გეომორფოლოგია · კარპატები · ახალი ათონის მღვიმე · ტამბორა

მოგზაურები, ექსპედიციები: ტერა-ნოვას ექსპედიცია

ქვეყნები: ჰაიტი · თურქეთი · ავსტრალია · მონღოლეთი · კუბა · ბაჰამის კუნძულები · მარშალის კუნძულები · აზერბაიჯანი

საქართველო: თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · რუსთავი · თბილისი · სტოკჰოლმი · თელ-ავივი · ლიმა · ბარსელონა · რიო-დე-ჟანეირო · ზალცბურგი · სანქტ-პეტერბურგი · რომი

დასახლებები, უბნები: ჰარლემი

P history-green.png

ისტორია

Neues Museum Aegyptischer Hof.jpg

პიროვნებები: ჯუზეპე გარიბალდი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი · ვახტანგ VI · ოქტავიანე ავგუსტუსი · ადოლფ ჰიტლერი · ნევილ ჩემბერლენი · დომიციანე

ძველი: რომის რესპუბლიკა · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · რომის იმპერატორების სია · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი · მესოამერიკის ქრონოლოგია · ერებუნი

შუა: საღვთო რომის იმპერია · ბიზანტიის იმპერია

ახალი: გერმანიის იმპერია

Flags of Georgia in Rustaveli Avenue, Tbilisi, on a military parade during the Independence Day celebration (May 26, 2008).jpg

1900–1945: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ტფილისის ბანკის ძარცვა

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა · ჩერნობილის კატასტროფა

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პიროსთან ომი · პირველი მსოფლიო ომი · მეორე მსოფლიო ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა · გრძელი დანების ღამე

არქეოლოგია: ნოქალაქევი · შუა საუკუნეების ქართული მინა · ტეოტიუაკანი · როზეტის ქვა

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია · იმერეთის სამეფო

Atom symbol.svg

მეცნიერება

Lily Lilium 'Citronella' Flower.jpg

პიროვნებები: სოკრატე · ნიკო მარი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰ. ჰარდი · ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი)

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: ტუნგუსკის მეტეორიტი · ვარსკვლავი · მზე · პლანეტა · მზის სისტემა · გალაქტიკა

ფაუნა: ღამურა

P anthropology-green.png

ტექნიკა

Vitruvian.jpg

ბიოლოგია: უჯრედი · დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · ვიტამინი D

ენათმეცნიერება: ბულგარული ენა · ქართული დამწერლობა · ეგვიპტური იეროგლიფები

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მათემატიკა: მათემატიკა · სამკუთხედი

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25

P religion-green.png

რელიგია და მითოლოგია

St George, bas relief, Mtsketa.jpg

ჰერაკლე · პერსევსი · თესევსი · არგონავტები · მედეა · პარეხი · მრავალძალი · დოლისყანა · ილია II

P sport-green.png

სპორტი

ბიატლონი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · რონალდინიო · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · პელე · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი

P social sciences-green.png

საზოგადოება

The Red Cross of the Geneva Convention by Clara Barton 1878.jpg

პიროვნებები: ექვთიმე თაყაიშვილი

პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია)

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

Go-tisch.png

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: აფხაზები

კოლექციონირება: ტფილისის უნიკა

გართობა: GTA · The Sims 2

კულინარია: ბრაუნშვაიგის მუმე

P art-green.png

ხელოვნება და კულტურა

Veriko1.jpg

პიროვნებები: დავით გურამიშვილი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ანტონიო გაუდი · ტერენტი გრანელი · ზემფირა · პიერ ოგიუსტ რენუარი · თედორე დოსტოევსკი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

სახვითი ხელოვნება: ბრინჯაოს მხედარი

Salem Nordfassade 1823.jpg

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სტალინისტური არქიტექტურა · გუგი · ვარძია · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ (პერსონაჟი) · ვეფხისტყაოსანი

თეატრი და მუსიკა: ლელა წურწუმია · კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · რუსთაველის თეატრი · მარჯანიშვილის თეატრი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · The Beatles · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები

რადიო, კინო, ტელევიზია: ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე · გრიფინები