დენი მუკვეგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დენი მუკვეგე
ფრანგ. Denis Mukengere Mukwege
Denis Mukwege (2009) cropped (1).jpg
დაბ. თარიღი 1 მარტი, 1955
დაბ. ადგილი ბუკავუ, ბელგიის კონგო
მოქალაქეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
განათლება ბურუნდის უნივერსიტეტი, ანჟეს უნივერსიტეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
რელიგია ორმოცდაათიანელი
საქმიანობა გინეკოლოგი, პედიატრი
მეუღლე/ები კაბოი მაპენდო მადელინი
შვილები 5
ჯილდოები ულოფ პალმეს პრემია (2008)
სახაროვის პრემია (2014),
ნობელის პრემია ნობელის პრემია, (2018)

დენი მუკენგერე მუკეგვე (ფრანგ. Denis Mukengere Mukwege; 1 მარტი, 1955, ბუკავუ, ბელგიის კონგო) — კონგოელი გინეკოლოგი, საპატიო ლეგიონის ორდენი კავალერი (2013), სახაროვის პრემიის ლაურეატი (2014), ნობელის პრემიის ლაურეატი (2018). პანზის ჰოსპიტლის დამაარსებელი და დირექტორი, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევაა. ამგვარ გაუპატიურებას ხშირად მიმართავდნენ კივუს კონფლიქტში მონაწილე აჯანყებულები, სწორედ ამიტომ დაზარალებულთა დიდი რაოდენობის მკურნალობის გამო, მუკვეგე აღიარებულია, როგორც თანამედროვეობის უდიდესი სპეციალისტი გინეკოლოგიური ტრავმების მკურნალობაში.[1] კონგოს მეორე ომის დროს, ზოგი მონაცემებით მუკვეგემ ათასობით ქალს გაუწია დახმარება, ზოგიერთ მათგანს კი — რამდენიმეჯერ, რომლის დროსაც მის 18 საათიანი სამუშაო დროის განმავლობაში 10-ზე მეტ ოპერაციას აკეთებდა.[1]

თავის კარიერის განმავლობაში მუკვეგე რამდენიმე პრემიის ლაურეატი გახდა, მათ შორის გაეროს პრემიის ადამიანის უფლებების დაცვისთვის (2008), ულოფ პალმეს პრემიის (2009) და სხვა მრავლის. 2014 წელს ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით, მისი შრომისთვის ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხცერპლი ქალების რეაბილიტაციისთვის, გადაეცა სახაროვის სახელობის პრემია[2] და დასახელებულ იქნა მომავალში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ერთ-ერთ კანდიდატად.[3]

2018 წელს კი ნადია მურადისთან გაიყო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში[4].

2014 წლიდან არის აშშ-ის ეროვნული სამედიცინო აკადემიის უცხოელი წევრი[5].

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Where repairing rape damage is an expertise. The Globe and Mail (22 ოქტომბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  2. Премию Сахарова присудили африканскому врачу-гинекологу. Lenta.ru (21 ოქტომბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  3. Nobel Peace Prize: Congo rape trauma surgeon among favorites. CNN (10 ოქტომბერი 2013). წაკითხვის თარიღი: 22 ოქტომბერი 2014.
  4. Nobel Peace Prize: Congo rape trauma surgeon among favorites. CNN (10 октября 2013). წაკითხვის თარიღი: 22 октября 2014.
  5. http://www8.nationalacademies.org/onpinews/newsitem.aspx?RecordID=10202014A