მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 124,694 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მამედ ემინ რასულზადე
მამედ ემინ რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Rəsulzadə; სრულად მაჰამად ემინ ახუნდ ჰაჯი მოლა ალაქბერის ძე რასულზადე (აზერ. Məhəmməd Əmin Axund Hacı Molla Ələkbər oğlu Rəsulzadə); დ. 31 იანვარი, 1884, ნოვხანი, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 6 მარტი, 1955, ანკარა, თურქეთი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აზერბაიჯანის პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერი. აზერბაიჯანის ისტორიაში გამოჩენილი და უდიდესი პიროვნება, აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფრაზა „ერთხელ აწეული დროშა აღარასოდეს ჩამოეშვება!“, მეოცე საუკუნეში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი გახდა. მამედ ემინ რასულზადე დაიბადა 1884 წლის 31 იანვარს, ბაქოს სიახლოვეს მდებარე სოფელ ნოვხანიში. მამამისი რელიგიური მოღვაწე იყო, რომელმაც თავისი შვილი განთქმული პედაგოგის — სულთან მაჯიდ განიზადეს ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ მეორე რუსულ-მუსლიმურ სკოლაში მიიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ, რასულზადემ განათლება ბაქოს ტექნიკურ სკოლაში, რუსულ ენაზე განაგრძო. ზუსტად ამ წლებს ემთხვევა რასულზადეს მოღვაწეობის პირველი წლები აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების მხრივ, სადაც პირველი რესპუბლიკური მართვის მოდელი არა მხოლოდ მთელ თურქულ სამყაროში, არამედ მთელ ისლამურ სამყაროში რევოლუციური აღმოჩნდა. 1902 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში რასულზადემ „მუსლიმ ახალგაზრდათა ორგანიზაცია“ დააფუძნა. ეს XX საუკუნის პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო, რომელიც აზერბაიჯანში რუსეთის კოლონიურ მმართველობას ფარულად ებრძოდა. რასულზადემ თავისი ლიტერატურული მოღვაწეობა XX საუკუნის დასაწაყისში და ეროვნული მოძრაობის აქტიურობის წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი სახელწოდებით „მიუხამასი“ გაზეთ „შარგი-რუს“-ში გამოქვეყნდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

პუატიეს ბრძოლა

პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა — ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს.

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი.

ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით.

პუატიეს ბრძოლის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით.



HSBild.svg

დღის სურათი

დღის პეპელა Leptosia nina.
დღის პეპელა Leptosia nina.



W-circle.svg

სიახლეები

მონსერატ კაბალიე
  • ამერიკელები უილიამ ნორდჰაუსი და პოლ რომერი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე (სურათზე) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • კონგოელი დენი მუკვეგე და ერაყელი ნადია მურადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • ამერიკელები ფრენსის არნოლდი და ჯორჯ სმიტი, ბრიტანელი გრეგ უინტერი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • ამერიკელი არტურ ეშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • HSDagensdatum.svg

    10 ოქტომბერი — ამ დღეს...

    აუშვიცის სიკვდილის ბანაკი
  • 680 : ქარბალის ბრძოლაშიიტ იმამ ჰუსეინ იბნ ალის, წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილს, თავი მოკვეთეს ხალიფა იაზიდ I-ის ბრძანებით. ამ დღეს შიიტები ააშურას აღნიშნავენ.
  • 732 : პუატიეს ბრძოლაკარლოს მარტელი მავრთა მრავალრიცხოვან არმიას ამარცხებს, რითაც ხელს უშლის მუსლიმთა დასავლეთ ევროპაში შეღწევას.
  • 1780 : ქარიშხალმა კარიბებზე 30 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1868 : კუბამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1872 : საქართველოს რკინიგზაზე პირველი რეისი განხორციელდა თბილისი-ფოთის მიმართულებით.
  • 1944 : ჰოლოკოსტიაუშვიცის სიკვდილის ბანაკში 800 ბოშა ბავშვი დახოცეს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა